მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ლარი დოლართან კიდევ 6 თეთრით გაუფასურდა, ევროსთან კი - 8 თეთრით

5b72d529ecac1
თელარა გელანტია
14.08.18 17:08
647
14 აგვისტოს ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 2.6343 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.5694 ლარი იყო.

სებ-ის ინფორმაციით, შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში -6.49 თეთრი შეადგინა.

გამყარდა ევრო, რომლის კურსი 3.0047 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 2.9242 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 8.05 თეთრი შეადგინა.

გამყარდა თურქული ლირა, რომელიც 0.4000 ლარს შეადგენს, ასევე გამყარდა ფუნტი და 3.3645 ლარი ეღირება.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან 15 აგვისტოდან შევა ძალაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები