გასულ სამუშაო კვირაში ლარი დოლართან მიმართებით გამყარდა. აშშ დოლართან გამყარებამ 0.19 თეთრი შეადგინა, რის შედეგადაც ერთი დოლარის ღირებულება 2.7315 ლარს შეადგენს, ევროსთან კი ლარი 2.33 თეთრით გაუფასურდა, რის შედეგადაც ერთი ევროს ღირებულებამ 3.1202 ლარი შეადგინა. გირვანქა სტერლინგთან ლარი 1.69 თეთრით გაუფასურდა, რის შედეგადაც ერთი ფუნტის ღირებულება 3.7015 ლარი გახდა.
არსებული მდგომარეობით უახლესი მაკროეკონომიკური პარამეტრები, რომლებიც ცნობილია ასახავს აპრილის შედეგებს. კერძოდ, გამოქვეყნებულია აპრილის თვის ექსპორტისა და იმპორტის მაჩვენებლები. გასულ თვეში ექსპორტმა 617 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 41%-ით მეტია. იმპორტის მოცულობა კი 1.4 მილიარდი დოლარი იყო, რაც წლიურ ჭრილში 4%-ით არის შემცირებული. გამოქვეყნდა ფულადი გზავნილების სტატისტიკა, რომლის მიხედვითაც აპრილში 295 მილიონი დოლარი გადმორიცხეს უცხოეთიდან საქართველოში, რაც წლიურ ჭრილში 6%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. ხოლო ტურიზმისა და პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შესახებ ინფორმაცია კი უფრო მოგვიანებით რამდენიმე თვეში გახდება ცნობილი.
მაკროეკონომიკური ფაქტორებიდან ასევე ცნობილი გახდა, რომ გასულ თვეში საქართველოს სავალუტო რეზერვები 208 მილიონი დოლარით გაიზარდა და მან 4.5 მილიარდ დოლარს მიაღწია. გასულ თვეში სავალუტო რეზერვების ზრდის ძირითადი განმაპირობებელი მიზეზი სებ-ის მიერ უცხოური ვალუტის შესყიდვა გახდა, სტატისტიკის მიხედვით გასულ თვეში სებ-მა 266 მილიონი დოლარი შეისყიდა. ამასთან, მარტში შესყიდვა 102 მილიონი დოლარის ტოლი იყო.
| ვალუტა | გაცვლითი კურსი ლარებში | გამყარება/გაუფასურება თეთრებში |
| 1 დოლარი | 2.7315 ლარი; | 0.19 თეთრი; |
| 1 ევრო | 3.1202 ლარი; | -2.33 თეთრი; |
| 1 გირვანქა სტერლინგი | 3.7015 ლარი; | -1.69 თეთრი; |
| 1 ლირა | 0.0696 ლარი; | 0.01 თეთრი; |
| 100 რუსული რუბლი | 3.4423 ლარი; | 3.23 თეთრი; |
| 1000 სომხური დრამი | 7.1187 ლარი; | -1.25 თეთრი; |
| 1 აზერბაიჯანული მანათი | 1.6066 ლარი; | 0.07 თეთრი; |
| 10 უკრაინული გრივნა | 0.6597 ლარი; | -0.16 თეთრი; |
| 100 იაპონური იენი | 1.8961 ლარი; | 0.34 თეთრი; |
| 10 ჩინური იუანი | 3.8033 ლარი; | -0.38 თეთრი; |




























