6 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად ლარი დოლართან მიმართებით გამყარდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ერთი აშშ დოლარის ღირებულება 2.6025 ლარი გახდა. შესაბამისად, ლარი დოლართან 0.07 თეთრით გამყარდა.
ამასთან, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებით 0.94 თეთრით გაუფასურდა, რის შედეგადაც ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 2.9263 ლარი გახდა.
გირვანქა სტერლინგთან მიმართებით კი ლარი 0.48 თეთრით გაუფასურდა, შედეგად ერთი ფუნტის ღირებულება 3.4478 ლარი გახდა.
ერთი ლირას კურსმა 5.29 თეთრი შეადგინა.
























