მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ლარი დოლართან მიმართებით გამყარდა, ევროსთან გაუფასურდა - გასული კვირის სავალუტო შედეგები

დოლარი

გასულ სამუშაო კვირაში ლარი დოლართან მიმართებით გამყარდა. აშშ დოლართან გამყარებამ 0.45 თეთრი შეადგინა, რის შედეგადაც ერთი დოლარის ღირებულება 2.7191 ლარს შეადგენს, ევროსთან კი ლარი კვირის განმავლობაში 1.38 თეთრით გაუფასურდა, რის შედეგადაც ერთი ევროს ღირებულებამ 3.2020 ლარი შეადგინა. გირვანქა სტერლინგთან ლარი 2.66 თეთრით გამყარდა, რის შედეგადაც ერთი ფუნტის ღირებულება 3.7110 ლარი გახდა.

არსებული მდგომარეობით, ივნისის ძირითადი მაკროეკონომიკური პარამეტრები - ექსპორტი, იმპორტი, ფულადი გზავნილები, სავალუტო რეზერვების ცვლილება, FDI და სხვა პარამეტრები ჯერჯერობით უცნობია. აღნიშნული სტატისტიკური მონაცემების შესახებ ინფორმაცია ეტაპობრივად, ივლისის მეორე და მესამე სამუშაო კვირაში გახდება ცნობილი.

უახლესი მაკროეკონომიკური პარამეტრები, რომლებიც ცნობილია, მაისის შედეგებს ასახავს. კერძოდ, გამოქვეყნებულია მაისის თვის ექსპორტისა და იმპორტის მაჩვენებლები. გასულ თვეში ექსპორტმა 580 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 15.8%-ით მეტია. იმპორტის მოცულობა კი 1.3 მილიარდი დოლარი იყო, რაც წლიურ ჭრილში 5%-ით არის შემცირებული. ამავე თვეში ფულადი გზავნილები 11.6%-ით გაიზარდა და მან 317 მილიონი დოლარი შეადგინა, ეროვნულმა ბანკმა კი Bmatch პლატფორმით 245 მილიონი დოლარი შეიძინა.

გასული კვირის სავალუტო ცვლილება:

ვალუტა გაცვლითი კურსი ლარებში გამყარება/გაუფასურება თეთრებში
1 დოლარი 2.7191 ლარი; 0.45 თეთრი;
1 ევრო 3.2020 ლარი; -1.38 თეთრი;
1 გირვანქა სტერლინგი 3.7110 ლარი; 2.66 თეთრი;
1 ლირა 0.0683 ლარი; 0 თეთრი;
100 რუსული რუბლი 3.4463 ლარი; 1.46 თეთრი;
1000 სომხური დრამი 7.0821 ლარი; -1.04 თეთრი;
1 აზერბაიჯანული მანათი 1.5989 ლარი; 0.36 თეთრი;
10 უკრაინული გრივნა 0.6514 ლარი; 0.19 თეთრი;
100 იაპონური იენი 1.8834 ლარი; -0.04 თეთრი;
10 ჩინური იუანი 3.7964 ლარი; 0.11 თეთრი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები