მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ლარი დოლართან მიმართებით გაუფასურდა, ევროსთან გამყარდა

ვალუტის კურსი
29.05.24 17:04
4164

29 მაისის ვაჭრობის შედეგად ქართული ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით გაუფასურდა. დოლარის მიმართ კურსის ცვლილებამ 0.27 თეთრი შეადგინა, რის შემდეგაც დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7874 ლარი გახდა.

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებით 0.68 თეთრით გამყარდა , რის შედეგადაც ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 3.0227 ლარი გახდა.

0.46 თეთრით გამყარდა ლარი გირვანქა სტერლინგთან (GBP), რომლის ფასი 3.5531 ლარი გახდა.

თურქული ლირას კურსმა 8.65 თეთრი შეადგინა.

გუშინ სებ-მა სავალუტო აუქციონზე 60 მილიონი გამოიტანა გასაყიდად საიდანაც ბაზარზე 48.7 მილიონი გაიყიდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები