25 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად ქართული ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით გაუფასურდა. დოლარის მიმართ კურსის ცვლილებამ 0.55 თეთრი შეადგინა, რის შემდეგაც დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7052 ლარი გახდა.
საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებით 0.96 თეთრით გამყარდა, რის შედეგადაც ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 2.8607 ლარი გახდა.
2.09 თეთრით გაუფასურდა ლარი გირვანქა სტერლინგთან (GBP), რომლის ფასი 3.2792 ლარი გახდა.
თურქული ლირას კურსმა 9.62 თეთრი შეადგინა.