მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ლარი დოლართან მიმართებით გაუფასურდა, ევროსთან კი გამყარდა

646774eea2790
BM.GE
08.11.23 17:02
9298

8 ნოემბრის ვაჭრობის შედეგად ქართული ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით გაუფასურდა. დოლარის მიმართ კურსის ცვლილებამ 0.25 თეთრი შეადგინა, რის შემდეგაც დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7025 ლარი გახდა.

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებით 0.22 თეთრით გამყარდა, რის შედეგადაც ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 2.8825 ლარი გახდა.

0.88 თეთრით გამყარდა ლარი გირვანქა სტერლინგთან (GBP), რომლის ფასი 3.3119 ლარი გახდა.

თურქული ლირას კურსმა 9.48 თეთრი შეადგინა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები