5 დეკემბრის ვაჭრობის შედეგად ქართული ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით გამყარდა. დოლარის მიმართ კურსის ცვლილებამ 0.06 თეთრი შეადგინა, რის შემდეგაც დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6937 ლარი გახდა.
საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებით 0.74 თეთრით გამყარდა, რის შედეგადაც ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 2.9178 ლარი გახდა.
0.094 თეთრით გამყარდა ლარი გირვანქა სტერლინგთან (GBP), რომლის ფასი 3.4032 ლარი გახდა.
თურქული ლირას კურსმა 0.0931თეთრი შეადგინა.