მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ლარი გამყარდა

ეროვნული ბანკი
20.06.24 17:04
4861

20 ივნისის ვაჭრობის შედეგად ქართული ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით გამყარდა. დოლარის მიმართ კურსის ცვლილებამ 0.70 თეთრი შეადგინა, რის შემდეგაც დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8001 ლარი გახდა.

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებით 1.06 თეთრით გამყარდა, რის შედეგადაც ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 3.0045 ლარი გახდა.

1.68 თეთრით გამყარდა ლარი გირვანქა სტერლინგთან (GBP), რომლის ფასი 3.5578 ლარი გახდა.

თურქული ლირას კურსმა 8.57 თეთრი შეადგინა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები