ლარი გამყარდა - ერთი დოლარის ღირებულება 2.73 ლარი გახდა
BM.GE
26.12.16 16:46
• 1927
ლარის კურსი დოლარისა და ევროს მიმართ გამყარდა. ხვალ ერთი დოლარის ღირებულება 2.7302 ლარი იქნება, რაც დღევანდელ კურსთან შედარებით, 0.0205 პუნქტით გამყარებული მაჩვენებელია. ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2.8520 ლარი გახდა ერთი ევროს ფასი, რაც 0.0219 პუნქტით გამყარებული მონაცემია.