გასული სავაჭრო კვირის განმავლობაში ლარი დოლართან მიმართებით 0.72 თეთრით გამყარდა, რის შედეგადაც გაცვლითმა კურსმა 2.7290 ლარს მიაღწია, ასევე გამყარებაა ევროსთანაც 4 თეთრის ფარგლებში. შედეგად კურსი 3.1261 ლარი გახდა, გირვანქა სტერლინგთან მიმართებით კი ლარი 3 თეთრით, 3.6173 ლარამდე გამყარდა.
არსებული მდგომარეობით, გასული თვის ეკონომიკური პარამეტრებიდან ცნობილია საგარეო ვაჭრობის ამსახველი ანგარიში, რომლის მიხედვითაც თებერვალში ექსპორტი 27%-ით $546 მილიონამდე გაიზარდა, იმპორტი კი 8%-ით $1.3 მილიარდამდე. ასევე ცნობილია სავალუტო რეზერვების სტატისტიკა, რომლის თანახმადაც, გასულ თვეში რეზერვები 356 მილიონი დოლარით, 6.6 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა, უფრო მეტ სტატისტიკურ ინფორმაციას საქსტატი და ეროვნული ბანკი მომდევნო კვირებში გამოაქვეყნებენ.
| ვალუტა | კურსი (ლარი) | გამყარება/გაუფასურება თეთრი |
| 1 აშშ დოლარი | 2.7290 | 0.72 |
| 1 ევრო | 3.1261 | 4.16 |
| 1 დიდი ბრიტანეთის გირვანქა სტერლინგი | 3.6173 | 2.92 |
| 1 თურქული ლირა | 0.0618 | 0.03 |
| 100 რუსული რუბლი | 3.3817 | 7.85 |
| 1000 სომხური დრამი | 7.2253 | 2.58 |
| 1 აზერბაიჯანული მანათი | 1.6053 | 0.41 |
| 10 ჩინური იუანი | 3.9571 | 0.37 |
| 100 იაპონური იენი | 1.7116 | 2.16 |
| 10 უკრაინული გრივნა | 0.6183 | 0.65 |



























