მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ლარი გამყარდა

5c0925444c194
თელარა გელანტია
06.12.18 17:32
1191
6 დეკემბერის ვაჭრობის შედეგად, ეროვნული ვალუტა აშშ დოლარის მიმართ 2.6668 ლარამდე გამყარდა.

სებ-ის ინფორმაციით, კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6733 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.65 თეთრი შეადგინა.

ლარი გამყარდა ევროს მიმართაც და 1 ევროს ღირებულებამ 3.0218 ლარი შეადგინა. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 3.0305 ლარი იყო.

შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.87 თეთრი შეადგინა.

გამყარდა თურქული ლირა, რომელიც 0.4967 ლარს შეადგენს, ხოლო გაუფასურდა ფუნტი და 3.3951 ლარი ეღირება.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან 7 დეკემბერიდან შევა ძალაში.

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღე დღის მთავარი სიახლეები