31 მაისის ვაჭრობის შედეგად ლარი გამყარდა დოლარის მიმართ და 2.7870 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.8023 ლარი იყო. შესაბამისად, ლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 1.53 თეთრი შეადგინა.
ლარი გამყარდა ევროსთან მიმართებითაც, რომლის კურსი 3.1078 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 3.1209 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ცვლილებამ 1.31 თეთრი შეადგინა.
ლარი გამყარდა თურქული ლირის მიმართაც, რომელიც 0.4749 ლარს შეადგენს. ეროვნული ვალუტა გამყარდა ფუნტის მიმართაც და 3.5066 ლარი ეღირება.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან 1 ივნისიდან შევა ძალაში.

























