მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ლარი გასულ კვირაში დოლართან და ევროსთან მიმართებით გამყარდა

დოლარი ვალუტები

გასულ სამუშაო კვირაში ლარი ყველა ძირითად ვალუტასთან მიმართებით გამყარდა. აშშ დოლართან გამყარებამ 0.27 თეთრი შეადგინა, რის შედეგადაც ერთი დოლარის ღირებულება 2.7456 ლარს შეადგენს, ევროსთან კი ლარი 1.26 თეთრით გამყარდა, რის შედეგადაც ერთი ევროს ღირებულებამ 3.1012 ლარი შეადგინა. გირვანქა სტერლინგთან ლარი 0.30 თეთრით გამყარდა, რის შედეგადაც ერთი ფუნტის ღირებულება 3.6495 ლარი გახდა.

არსებული მდგომარეობით აპრილის თვის მაკროეკონომიკური ფაქტორების უმეტესობა ცნობილი არაა, მომდევნო კვირაში გამოქვეყნდება იმპორტ-ექსპორტისა და ფულადი გზავნილების სტატისტიკის შესახებ ინფორმაცია, ხოლო ტურიზმისა და პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შესახებ ინფორმაცია კი უფრო მოგვიანებით რამდენიმე თვეში გახდება ცნობილი.

მაკროეკონომიკური ფაქტორებიდან ცნობილი გახდა, რომ გასულ თვეში საქართველოს სავალუტო რეზერვები 208 მილიონი დოლარით გაიზარდა და მან 4.5 მილიარდ დოლარს მიაღწია. გასულ თვეში სავალუტო რეზერვების ზრდის ძირითადი განმაპირობებელი მიზეზი სებ-ის მიერ უცხოური ვალუტის შესყიდვა გახდა, რომელიც სავარაუდოდ დაახლოებით 150-160 მილიონ დოლარს შეადგენდა. აღნიშნულის შესახებ დეტალური სტატისტიკა 27 მაისს გახდება ცნობილი, მარტში კი რეზერვების შესყიდვა 102 მილიონი დოლარის ტოლი იყო.

ლარის გაცვლითი კურსი წინა კვირის კურსთან შედარებით:

ვალუტა გაცვლითი კურსი ლარებში გამყარება/გაუფასურება თეთრებში
1 დოლარი 2.7456 ლარი; 0.27 თეთრი;
1 ევრო 3.1012 ლარი; 1.26 თეთრი;
1 გირვანქა სტერლინგი 3.6495 ლარი; 0.30 თეთრი;
1 ლირა 0.0711 ლარი; 0.02 თეთრი;
1000 სომხური დრამი 7.0463 ლარი; 0.06 თეთრი;
1 აზერბაიჯანული მანათი 1.6147 ლარი; 0.13 თეთრი;
10 უკრაინული გრივნა 0.6609 ლარი; -0.27 თეთრი;
100 იაპონური იენი 1.8972 ლარი; 0.13 თეთრი;
10 ჩინური იუანი 3.7935 ლარი. -1.38 თეთრი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები