გასული სავაჭრო კვირის განმავლობაში აშშ დოლართან ლარის გამყარებამ 0.16 თეთრი შეადგინა, შედეგად ერთი დოლარის ღირებულება 2.6941 ლარი გახდა. ევროსთან კი ლარი 2.91 თეთრით გაუფასურდა და კურსმა 3.16 ლარი შეადგინა. გირვანქა სტერლინგთან მიმართებით ასევე 2.96-თეთრიანი გაუფასურება დადგა (კურსი 3.64 ლარი). თუმცა, ლარი გამყარდა თურქულ ლირასთან და აზერბაიჯანულ მანათთან, მაგრამ გაუფასურდა რუსულ რუბლთან და სომხურ დრამთან.
ლარზე მოქმედი მაკროეკონომიკური პარამეტრებიდან ამ დროისთვის ცნობილია საგარეო ვაჭრობისა და ფულადი გზავნილების სტატისტიკა. დეკემბერში ფულადი გზავნილების სახით საქართველოში 338 მილიონი დოლარი შემოვიდა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან 18%-იანი ზრდაა. რაც შეეხება ექსპორტს, დეკემბერში მისი მოცულობა 673 მილიონი დოლარის ტოლი იყო, რაც წლიურად 22.5%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. იმპორტი კი 1.84 მილიარდი დოლარი იყო, რაც წინა წელთან შედარებით 8.2%-ით არის გაზრდილი.
რაც შეეხება სხვა მაკროეკონომიკურ ფაქტორებს, მათ სები და საქსტატი ეტაპობრივად შემდგომ კვირაში გამოაქვეყნებენ.
გასული კვირის განმავლობაში ლარის კურსის ცვლილება:
| ვალუტა | კურსი (ლარი) | გამყარება/გაუფასურება თეთრი |
| 1 აშშ დოლარი | 2.6941 ლარი; | 0.16 თეთრი; |
| 1 ევრო | 3.1607 ლარი; | -2.91 თეთრი; |
| 1 დიდი ბრიტანეთის გირვანქა სტერლინგი | 3.6448 ლარი; | -2.96 თეთრი; |
| 1 თურქული ლირა | 0.0621 ლარი; | 0.02 თეთრი; |
| 100 რუსული რუბლი | 3.5486 ლარი; | -8.28 თეთრი; |
| 1000 სომხური დრამი | 7.1131 ლარი; | -1.41 თეთრი; |
| 1 აზერბაიჯანული მანათი | 1.5847 ლარი; | 0.09 თეთრი; |
| 10 ჩინური იუანი | 3.8684 ლარი; | -0.06 თეთრი; |
| 100 იაპონური იენი | 1.7025 ლარი; | 0.26 თეთრი; |
| 10 უკრაინული გრივნა | 0.6242 ლარი; | -0.38 თეთრი; |
























