გასული სავაჭრო კვირის განმავლობაში აშშ დოლართან ლარის გამყარებამ 0.25 თეთრი შეადგინა, შედეგად ერთი დოლარის ღირებულება 2.6957 ლარი გახდა. ევროსთან კი ლარი 2 თეთრით გამყარდა და კურსმა 3.13 ლარი შეადგინა. გირვანქა სტერლინგთან მიმართებით ასევე 1.2-თეთრიანი გამყარება დადგა (კურსი 3.61 ლარი). ლარი ასევე გამყარდა თურქულ ლირასთან და უკრაინულ გრივნასთან, თუმცა გაუფასურდა რუსულ რუბლთან და სომხურ დრამთან.
ლარზე მოქმედი მაკროეკონომიკური პარამეტრებიდან ამ დროისთვის ცნობილია საგარეო ვაჭრობისა და ფულადი გზავნილების სტატისტიკა. დეკემბერში ფულადი გზავნილების სახით საქართველოში 338 მილიონი დოლარი შემოვიდა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან 18%-იანი ზრდაა. რაც შეეხება ექსპორტს, დეკემბერში მისი მოცულობა 673 მილიონი დოლარის ტოლი იყო, რაც წლიურად 22.5%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. იმპორტი კი 1.84 მილიარდი დოლარი იყო, რაც წინა წელთან შედარებით 8.2%-ით არის გაზრდილი.
რაც შეეხება სხვა მაკროეკონომიკურ ფაქტორებს, მათ სები და საქსტატი ეტაპობრივად შემდგომ კვირაში გამოაქვეყნებენ.
გასული კვირის განმავლობაში ლარის კურსის ცვლილება:
| ვალუტა | კურსი (ლარი) | გამყარება/გაუფასურება თეთრი |
| 1 აშშ დოლარი | 2.6957 ლარი; | 0.25 თეთრი; |
| 1 ევრო | 3.1316 ლარი; | 1.96 თეთრი; |
| 1 დიდი ბრიტანეთის გირვანქა სტერლინგი | 3.6152 ლარი; | 1.23 თეთრი; |
| 1 თურქული ლირა | 0.0623 ლარი; | 0.04 თეთრი; |
| 100 რუსული რუბლი | 3.4658 ლარი; | -11.25 თეთრი; |
| 1000 სომხური დრამი | 7.099 ლარი; | -2.64 თეთრი; |
| 1 აზერბაიჯანული მანათი | 1.5856 ლარი; | 0.14 თეთრი; |
| 10 ჩინური იუანი | 3.8678 ლარი; | -0.43 თეთრი; |
| 100 იაპონური იენი | 1.7051 ლარი; | 1.69 თეთრი; |
| 10 უკრაინული გრივნა | 0.6204 ლარი; | 0.67 თეთრი. |



























