22 თებერვლის ვაჭრობის შედეგად ქართული ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით გაუფასურდა. დოლარის მიმართ კურსის ცვლილებამ 0.04 თეთრი შეადგინა, რის შემდეგაც დოლარის ოფიციალური ღირებულება 2,6505 ლარი გახდა.
საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებით 1.56 თეთრით გაუფასურდა, რის შედეგადაც ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 2,8774 ლარი გახდა.
1.72 თეთრით გაუფასურდა ლარი გირვანქა სტერლინგთან (GBP), რომლის ფასი 3,3608 ლარი გახდა.
თურქული ლირას კურსმა 8.54 თეთრი შეადგინა.
ყველა მნიშვნელოვანი ინფორმაცია ბიზნესის სფეროში შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში ბიზნეს ამბები BMG-ის ვებგვერდზე.