მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ლარი გაუფასურდა - გასული კვირის შედეგები

დოლარი

გასული სავაჭრო კვირის განმავლობაში ლარი დოლართან მიმართებით 6 თეთრით გაუფასურდა, რის შედეგადაც გაცვლითმა კურსმა 2.7362 ლარს მიაღწია, ასევე გაუფასურებაა ევროსთანაც 1 თეთრის ფარგლებში შედეგად კურსი 3.1677 ლარი გახდა, გირვანქა სტერლინგთან მიმართებით კი ლარი 4 თეთრით, 3.6465 ლარამდე გაუფასურდა.

ლარის ბოლოდროინდელი გაუფასურება, სავარაუდოდ, ირანში დაწყებული ომის ფონზე, გაუარესებულ მოლოდინებს უკავშირდება, თუმცა უშუალოდ მაკროეკონომიკური ფაქტორებიდან გამომდინარე ტენდენციების ცვლილება, ჯერჯერობით, არ შეიმჩნევა.

არსებული მდგომარეობით გასული თვის ეკონომიკური პარამეტრებიდან ცნობილია მხოლოდ სავალუტო რეზერვების სტატისტიკა, რომელიც 356 მილიონი დოლარით, 6.6 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა, უფრო მეტ სტატისტიკურ ინფორმაციას საქსტატი და ეროვნული ბანკი მომდევნო კვირებში გამოაქვეყნებენ.

ვალუტა კურსი (ლარი) გამყარება/გაუფასურება თეთრი
1 აშშ დოლარი 2.7362 -6.03
1 ევრო 3.1677 -0.96
1 დიდი ბრიტანეთის გირვანქა სტერლინგი 3.6465 -3.99
1 თურქული ლირა 0.0621 -0.12
100 რუსული რუბლი 3.4602 0.17
1000 სომხური დრამი 7.2511 -15.51
1 აზერბაიჯანული მანათი 1.6094 -3.53
10 ჩინური იუანი 3.9608 -5.98
100 იაპონური იენი 1.7332 -1.75
10 უკრაინული გრივნა 0.6248 -0.44

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები