მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ლარი გაუფასურებას განაგრძობს

5b71829dd3639
თელარა გელანტია
13.08.18 16:50
1193
13 აგვისტოს ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 2.5694 ლარი შეადგინა.

სებ-ის ინფორმაციით, კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.5339 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან
მიმართებაში -3.55 თეთრი შეადგინა.

გამყარდა ევრო, რომლის კურსი 2.9242 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 2.9061 ლარს შეადგენდა.
შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 1.81 თეთრი შეადგინა.

გაუფასურდა თურქული ლირა, რომელიც 0.3726 ლარს შეადგენს, ხოლო გამყარდა ფუნტი და 3.2752 ლარი
ეღირება.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან 14 აგვისტოდან შევა ძალაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები