ლარის კურსი დოლარის მიმართ გამყარდა. ერთი ამერიკული დოლარის ღირებულება 2.7029 ლარი გახდა, რაც დღევანდელ კურსთან შედარებით, 0.53 თეთრით გამყარებული მაჩვენებელია. ლარი წლის განმავლობაში ყველაზე გაუფასურებული 24 ოქტომბრის კურსით იყო, რადგან 1 დოლარის ღირებულება 2.7082 ლარს შეადგენდა.
ლარი მცირედით გამყარდა ევროსთანაც, კერძოდ, ერთი ევროს ფასი 3.0843 ლარი გახდა, მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 3.1063 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 2.20 თეთრი შეადგინა.
თურქული ლირის კურსი 0.47 ლარს შეადგენს, ხოლო ბრიტანული ფუნტის 3.49 ლარია.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან 25 ოქტომბერიდან შევა ძალაში.