მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ლარი მკვეთრად გამყარდა - ერთი დოლარი 2.5494 ლარი ღირს

58b5797e2b12d
BM.GE
28.02.17 17:20
1668
28 თებერვლის ვაჭრობის შედეგად ლარი მკვეთრად გამყარდა და 2.5494 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.5837 ლარი იყო. შესაბამისად, ლარის ცვლილებამ დოლართან მიმართებით 3.43 თეთრი შეადგინა.

ლარი გამყარდა ევროსთან მიმართებითაც და ერთი ევრო 2.7016 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 2.7351 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროსთან მიმართებით ცვლილებამ 3.35 თეთრი შეადგინა.

ლარი გამყარდა თურქულ ლირასთან მიმართებითაც და ერთი ლირის ღირებულება 0.7064 ლარს შეადგენს. ასევე, ლარი გამყარდა ფუნტთან მიმართებით და 3.1712 ლარი ეღირება.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან 1 მარტიდან შევა ძალაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები