ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა ლარის კურსის ბოლოდროინდელ ცვლილებებზე კომენტარს აკეთებს. მისი თქმით, ეს არის მოკლე რყევები და ლარი თავის ძველ ნიშნულს უბრუნდება.
“ლარის კურსთან დაკავშირებით ჩვენ ყოველთვის ვამბობთ, რომ მაკროეკონომიკური პოლიტიკა სტაბილურია. არცერთი ფუნდამენტური მაკროეკონომიკური ინდიკატორი არ გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ველოდოთ რაიმე დიდ გაუფასურებას. ეს ახდა კიდეც. მოკლევადიანი იყოს ეს დინამიკა და ახლა უბრუნდება ძველ ნიშნულს”,- აცხადებს თურნავა.
7 ივნისის ვაჭრობის შედეგად ლარი გამყარდა და 2.7344 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7411 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.67 თეთრი შეადგინა.
ამასთან, 2019 წლის 7 ივნისს გამართულ საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე სებ-მა 20 000 000 აშშ დოლარი შეისყიდა.

























