მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ლარის დასტაბილურებისთვის მნიშვნელოვანია ექსპორტი გაიზარდოს და ქვეყანაში ფულადი შემოდინებები იყოს"

5d3863d2daaca
ლიკა გურაბანიძე
25.07.19 09:35
892
BDO-ს მმართველი პარტნიორი ზურაბ ლალაზაშვილი ლარის კურსის დასტაბილურებისთვის ერთადერთ გამოსავალს ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერებაში ხედავს. მისი თქმით, ამ მიზნის მისაღწევად მნიშვნელოვანია ექსპორტი გაიზარდოს და ქვეყანაში ფულადი შემოდინებები იყოს.

“ნებისმიერი, რაც შეიძლება ფულადი უცხოური ვალუტის საქართველოში შემოსვლას ბლოკავდეს, უნდა იყოს მკაცრად განსაზღვრული,” - განმარტავს ლალაზაშვილი.

ლალაზაშვილი ლარის კურსის სტაბილურობის ჭრილში სებ-ის როლზეც საუბრობს.

“ჩვენ ეროვნულ ბანკთან ხშირად გვაქვს ლარის კურსთან დაკავშირებით საუბარი, თუ რა უნდა იყოს სებ-ის როლი ამ შემთხვევაში. სებ-ის ამოცანად რჩება ის, რომ ფასების სტაბილურობა უზრუნველყოს და ინფლაცია მიზნობრივ მაჩვენებელზე მაღლა არ იყოს. სებ-ს აქვს ის ინსტრუმენტი, რომ გაზარდოს რეფინანსირების განაკვეთი” - აღნიშნა ლალაზაშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები