მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ლარის დინამიკა, მპკ-ს გავლენა & მოლოდინები;

მარტის დასაწყისიდან დღემდე ლარი დოლართან მიმართებით 5 თეთრით, ევროსთან კი თითქმის 6 თეთრით გაუფასურდა. რამდენიმედღიანი გაუფასურების ტრენდის შემდეგ ლარი მცირედით გამყარდა და დღევანდელი ვაჭრობის შედეგად, ერთი დოლარის ოფიციალურმა ღირებულებამ 2 ლარი და 71 თეთრი შეადგინა. თუმცა მიუხედავად მცირედი გამყარებისა, ჯამურად ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ეროვნული ვალუტა დოლართან და ევროსთან მიმართებაში 5 თეთრის ფარგლებშია გაუფასურებული. ეკონომისტების ნაწილის შეფასებით რომ ლარის კურსზე ზეწოლა მონეტარული პოლიტიკის შერბილების და უცხოური ვალუტის დეპოზიტების წახალისების ეფექტია. “ლარი წონასწორობის ახალ ნიშნულს ეძებს” - ასე აფასებენ არსებულ ვითარებას ეკონომისტები. მათი ნაწილი მომავალში ეროვნული ვალუტის მკვეთრ მერყეობას აღარ ელის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები