მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ლარის გამყარების გამო საექსპორტო ჩაის ფასი გავზარდეთ -„თენიეშვილების ჩაი“

ჩაი

ლარის გამყარების გამო საექსპორტო ჩაის ფასი 3 დოლარით გავზარდეთ - ამის შესახებ Bm.ge -ს ფერმერმა, გაბრიელ თენიეშვილმა  განუცხადა.

მისი თქმით, „თენიეშვილების ჩაი“ ექსპორტზე რამდენიმე ქვეყანაში გადის და წარმოების 40% ფარავს.

„შარშან, რომ მაგალითად, 28 დოლარს გვიხდიდნენ 1 კგ შავ ჩაიში და პირობითად 60 ლარი გამოდიოდა, წელს დოლარი გაუფასურდა და ლარი გამყარდა და ის 28 დოლარი დაახლოებით 50 ლარამდე გამოვიდა. იმის გამო, რომ დოლარში გვაქვს ხელშეკრულება, მოგვიწია ჩაის ფასი, 3 დოლარით გაგვეზარდა, რომ ხარჯები მაინც დაგვეფარა, რამაც რამდენიმე მყიდველის უკმაყოფილება გამოიწვია“,- განაცხადა მან.

კითხვაზე, გაძვირებულმა ფასმა რომელიმე საექსპორტო ბაზრის დაკარგვა ხომ არ გამოიწვია? მან უპასუხა, რომ საქართველოდან ჩაის იმპორტიორებს ალტერნატიული პროდუქტის მოძიება უჭირთ, რადგან იციან, რომ უმაღლესი ხარისხის,ნატურალური პროდუქტს ყიდულობენ:“ჩაის 40% ექსპორტზე ჩეხეთში, გერმანიაში, კანადა და პოლონეთი გაგვაქვს. მიუხედავად ფასის გაძვირებისა, იმის გამო, რომ ჩვენი პროდუქტი ნატურალურია უარის თქმა უჭირთ“.

„თენიეშვილების ჩაი“ 4-5 ტონა უმაღლესი ხარისხის ჩაის აწარმოებს და  სეზონზე 35 მკრეფავს ასაქმებს. „თენიეშვილების ჩაი“ ოზურგეთის მუნიციპალიტეტ სოფელ ბახვშია გაშენებული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები