„გამომდინარე იქიდან, რომ ბოლო 4 წლის განმავლობაში გარკვეული ტრენდი ჩამოყალიბდა, რომ შემოდგომაზე ლარი იწყებს გაუფასურებას, ეს ერთგვარ ჩვეულებრივ მოვლენად იქცა ჩვენთვის. რაღაც დონეზე არსებული მარაგები ვისაც ჰქონდათ, მათ შეძლეს რომ ფასები დაეჭირათ. თუმცა გააჩნია ლარი რა მაჩვენებელს მიაღწევს, თუ ის კრიზისულ ნიშნულს აცდება ძალიან ცუდ მდგომარეობაში ჩააგდებს ნებისმიერ ბიზნეს ოპერატორს, ნებისმიერ იმპორტიორს, იმიტომ რომ ნედლეულის შეძენა მწარმოებლებს უწევთ უცხოურ ვალუტაში. ამჟამად წლის ბოლოა, ახლა ხდება ჭარბი ლარის გამოდინება, რაც აისახება შესრულებული სამუშაოს ანაზღაურებაში ბიუჯეტის თანხებით, ანუ ძირითადი მასა გადის ბიუჯეტის მე-4 კვარტალში, ამიტომ ესეც ნეგატიურად აისახება ლარზე. ვფიქრობ, რომ მთავრობამ და ეროვნულმა ბანკმა ერთობილვად გარკვეული ძალებით უნდა იმოქმედონ ისე, რომ რაც შეიძლება ნაკლებად დაეტყოს ეს ბიზნესს უპირველეს ყოვლისა და შემდეგ უკვე მოსახლეობას. გაზრდილი ფასები საბოლოო ჯამში, როგორც მოსახლეობაზე, ასევე ბიზნესზე აისახება ნეგატიურად.“ - განაცხადა ჭყონიამ
ჩვენს კითხვაზე, უკავშირდება თუ არა ლარის კურსის ცვლილება საარჩევნო გარემოს და ეთანხმება თუ არა ის სებ-ის განცხადებას ივა ჭყონიამ შემდეგი კომენტარი გააკეთა:
„რაღაც დონეზე ალბათ შეიძლება, რომ დავეთანხმო. არ არის გამორიცხული რომ ეს ფაქტორი კრიზისული აღმოჩნდეს სხვა დანარჩენთან ერთად. სავარაუდოდ, ესეც არის ერთ-ერთი განმსაზღვრელი." - ამბობს ივა ჭყონია.