მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ლარის გაუფასურება ძირითადად ემოციური მდგომარეობით არის გამოწვეული"

5bee838806ea1
BM.GE
16.11.18 12:44
587
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი BMG-სთან ეროვნულ ვალუტასთან დაკავშირებულ რყევებს ემოციური ფაქტორით ხსნის. გიორგი ქობულია ამბობს, რომ სავაჭრო დისბალანსით მიზეზით ლარის გაუფასურება არ მომხდარა.

" ამ ბოლო დროს ლარის გაიაფება ძირითადად ემოციური მდგომარეობით არის გამოწვეული. ეზმოცია და სეზონი დაემთხვა ერთმანეთს, რაც პატარა ეკონომიკებში ხშირად ხდება, იმიტომ რომ ფუნდამენტური ფაქტორები ეროვნული ვალუტის გაუფასურების არ არის. არ არის ფუნდამენტალური მოთხოვნა ვალუტაზე, ანუ არ არის ისეთი სიტუაცია, რომ ჩვენ იმპორტი დიდი ოდენობით გაგვზრდოდა. " - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

"ლარს აქვს დიდი პოტენციალი გამაგრებისთვის, განსაკუთრებით თუ ექსპორტ იმპორტის ბალანსი დავიჭირეთ და კარგად წავიდა წინ. ჩვენი ძირითადი ეკონომიკური ზრდის სტრატეგია იმაზეა მიმართული, რომ ექსპორტს პოზიტიურად დავარტყათ, თუ ექსპორტი გაძლიერდა და ვალუტის შემოდინება დაიწყო, ძალიან დიდი ზეწოლა იქნება ლარზე გაძლიერების თვალსაზრისით. " ამბობს გირგი ქობულია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები