მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ლარის გაუფასურებამ და ტრანსპორტირების ხარჯმა პროდუქცია 20-25%-ით გააძვირა - BEKO

606008d7f2a75
ელენე გოგბერაშვილი
28.03.21 13:32
924
კომპანია „ბეკოს“ გენერალური დირექტორის, მეჰმედ მელექის განცხადებით, საქართველოში ბოლო პერიოდში ტექნიკა 20-25%-ით გაძვირდა. მიზეზი გაუფასურებული ეროვნული ვალუტა და პანდემიის გამო საიმპორტო ქვეყნებიდან თითქმის გასამმაგებული ტრანსპორტირების ხარჯია.

„ბეკოს“ საქართველოში ტექნიკის 70% თურქეთიდან შემოაქვს. იმის გამო, რომ თურქული ლირა ლარზე მეტად გაუფასურებულია, კურსთაშორის სხვაობა თურქეთიდან ტექნიკის იმპორტს არ აძვირებს, თუმცა ფასების ცვლილება შეეხო ყველა იმ პროდუქტს, რომელიც სხვა ქვეყნებიდან შემოაქვთ.

„რაც ჩინეთიდან შემოდის პროდუქცია, მასზე ოდნავ გაზრდილი ფასები იქნება, რადგან კონტეინერების ტრანსპორტირების საფასური სამჯერ მეტად გაიზარდა. თუ ადრე 3000 დოლარი ჯდებოდა ერთი კონტეინერი, ახლა ჯდება 9000 დოლარამდე. ამის გამო ფასები ოდნავ გაზრდილია ჩინეთიდან შემოტანილ პროდუქციაზე არამარტო „ბეკოში“, არამედ სხვა ბრენდებსაც იგივე პრობლემა ექნება“-აცხადებს მელექი.

მისი თქმით, ტრანსპორტირების ხარჯს პროდუქციის თვითღირებულებაში 7-8% ეკავა, ახლა ეს რიცხვი 15%-მდე გაიზარდა.
რაც შეეხება ლარის გაცვლით კურსს დოლართან მიმართებით, კურსთაშირის სხვაობას ფასში 15% უჭირავს.

„შესაბამისად 20-25%-ით არის შეცვლილი ფასები ტექნიკაზე კურსთაშორისი სხვაობის და ტრანსპორტირების ხარჯის გამო“-აცხადებს მეჰმედ მელექი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები