მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ლარის გაუფასურების გამო, მედიკამენტების ნაწილი 5-7%-ით გაძვირდა"

5bf661ac6911e
ელენე გოგბერაშვილი
22.11.18 11:57
687
"ლარის გაუფასურების გავლენით მედიკამენტების ნაწილი 5-7%-ით გაძვირდა", - ამის შესახებ bm.ge-თან ფარმაცევტული კომპანიების ასოციაციის ხელმძღვანელი, ირინა ჭელიძე აცხადებს. მისი თქმით, ფარმაცევტული ბაზარი გვიან რეაგირებს ლარის მერყეობაზე და ძირითადად ფასებს ფარმაცევტული კომპანიები მარაგების ხარჯზე ინარჩუნებენ.

"ფარმაცევტული ბაზარი ყველაზე გვიან რეაგირებს ლარის კურსზე იმის გათვალისწინებით, რომ გარკვეული მარაგები აქვს ყველა მომწოდებელს და ყველა იმპორტიორს. რა თქმა უნდა, ლარის გაუფასურება გავლენას ახდენს ფასებზე, რადგან ჩვენ დამოკიდებული ვართ ევროს და დოლარის კურსზე, იმის გათვალისიწნებით, რომ პროდუქციის 90% იწარმოება უცხოეთში. რასაც ვუყურებთ ფასნამატი წამლებზე არ უნდა აღემატებოდეს 5-7%-ს, ესეც ზოგიერთ მედიკამენტზე, რომელიც ვერ უძლებდა თავისი თვითღირებულებიდან გამომდინარე კონკურენციას", - აცხადებს ირინა ჭელიძე.

წამლების გაძვირებას ადასტურებს სტატისტიკაც. საქსტატის მიერ "სამომხმარებლო ფასების ინდექსის" მიხედვით, წლის დასაწყისთან შედარებით, გაძვირებულია როგორც ტკივილგამაყუჩებელი მედიკამენტები, ისე ანტიბიოტიკები, ვიტამინები, ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები და ასევე სხვა სამედიცინო პროდუქცია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები