მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ლარის გაუფასურების მიზეზები

5bdad0f9011f8
ელენე გოგბერაშვილი
01.11.18 14:04
1274
ლარი დოლართან მიმართებაში 2018 წლის გაუფასურების მაქსიმუმზეა. ოფიცილური გაცვლითი კურსის მიხედვით, 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7203 ლარია, რაც წლის რეკორდული მაჩვენებელია.

ლარმა გაუფასურება 10 აგვისტოდან დაიწყო, როცა ლარი 2.4687 დოლარი ღირდა. დღეს კი ლარი 26 პუნქტით არის გაუფასურებული.

ფინანსისტი, აკაკი ცომაია ლარის მკვეთრ გაფასურებას რამდენიმე ფაქტორის უკავშირებს. მისი თქმით, ლარის გაცვლით კურსზე პირველ რიგში საზოგადოების მოლოდინებს აქვს გავლენა.

„ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი აქ არის მოლოდინების ფაქტორი, რაც დაკავშირებულია იმასთან, რომ საზოგადოების დიდ ნაწილში ჩამოყალიბდა სტერეოტიპი, რომ ლარი უნდა უფასურდებდეს იმ პერიოდში, რომელიც არ არის ტურისტულად აქტიური სეზონი და ასევე მოლოდინი საზოგადოების, რომ ხელისუფლებას და იმ ადამიანებს, რომელთაც აქვთ ძალაუფლება და შეუძლიათ შექმნან პირობები ეკონომიკური განვითარებისთვის, არ აქვთ ცოდნა და იმედი არ არის რომ ხელისუფლება გადადგავს სწორ ნაბიჯებს. ეს მოლოდინი აიძულებს ხალხს კონკრეტული მოქმედებებისკენ, რაც შესაბაისად ხელს უწყობს ლარის გაუფასურებას. თუ რაიმე მოვლენებს აქვს ადგილი სხვა ქვეყნებში განსაკუთრების მეზობელ ქვეყნებში, მცირედითაც კი ამძაფრებს ამ მოლოდინს.

მეორე ფაქტორი გახლავთ ის, რომ სავაჭრო ბალანსი, როგორც სტატისტიკა გაუარესდა და შემოსავლები ვერ აბალანსებს იმპორტის გაზრდილ სიდიდეს, რომელიც მივიღეთ და ასევე პირდაპირი უცხოური ინვესტიციების რაოდენობაც ძალიან უმნიშნელოდ იზრდება, რაც გარკვეულ გავლენას ახდენს.

როცა ვსაუბრობთ მოლოდნებზე ეს არის ფაქტორი, სადაც ხელუფლებას ეკისრება პასუხისმგებლობა. ეს ჩნდება, როცა ნდობა არის სახელმწიფო ინსტიტუტების და ეროვნული ბანკის მიმართ დაბალი. ეს ქმნის გაურკვევლობას, საზოგადოებას არ აქვთ სტაბილურობის განცდა“-აცხადებს აკაკი ცომაია.

მისი თქმით, ლარზე მოქმედებს ასევე სახელმწიფო შესყიდვებიც, როცა ქართული კაპიტალი გაედინება უცხოურ კომპანიებში. ცომაია ხელისუფლებას ურჩევს კლასტერების ჩამოყალიბებაში შეუწყოს ხელი ქართულ ბიზნესს, რათა სახელმწიფო შესყიდვებში ძირითადად ქართული კომპანიები ფიგურირებდნენ და ეს ფული დარჩეს ქვეყანაში.
რაც შეეხება პროგნოზებს, ცომაია ამბობს, რომ ნოემბერში შესყიდვები იზრდება ხოლმე, სახელმწიფო ხარჯებიც იზრდება და დიდი რაოდენობის რესურსი იხარჯება წინასაახალწლოდ, შესაბამისად ამბობს, რომ ეს ხელს უწყობს ლარის გაუფასურებას და კიდევ უფრო ზრდის მოლოდინს, რომ ლარი გაუფასურებას გააგრძელებს.

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღე დღის მთავარი სიახლეები