ლარის გაუფასურების მიზეზი შესაძლოა ბაზარზე არსებული მანიპულაციები იყოს, - ამის შესახებ "ბიზნესკონტრაქტის" ეთერში ფნანსისტმა აიეტ კუკავამ განაცხაცა.
"ლარის გაუფასურების მიზეზი შესაძლოა იყოს მრავალი, მათ შორის ეკონომიკის ზრდა არის დაბალი და მასში მცირე და საშუალო ბიზნესის მონაწილეობა საკმაოდ დაბალია, - 20%-ზე ნაკლები მიუხედავად იმისა რომ კომპანიებში მათი წილი 90%-ს აღემატება.
ასევე ლარის კურსის გაუფასურების მიზეზი შესაძლოა იყოს სპეკულაციები. დღეს 100 მილიონ დოლარის ღირებულება 230 მილიონია, ერთ კვირაში კი შესაძლოა 220 მილიონ ლარად ნაყიდი 100 მილიონი დოლარის კონვერტაცია შესაძლოა 250 მილიონად მოხდეს. ანუ შეიძლება 2 კვირაში 20 მილიონის მოგება მხოლოდ ვალუტის ყიდვა-გაყდვით იყოს მიღებლი", - აცხადებს კუკავა და მაგალითად ჯორჯ სოროსის შემთხვევაც მოჰყავს.
მისივე თქმით, ლარის გაუფასრების მიზეზი ქვეყნიდან დიდი ოდენობით ვალუტის გადინება და მსხვილი ბიზნესის საშუალო ბიზნესში დაბრუნებაა.

























