მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ლარის გაუფასურების ყველაზე მთავარი ფაქტორი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების კლებაა"

5d552723dd300
ლიკა გურაბანიძე
16.08.19 09:45
776
"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადებით, ლარის რეკორდული მაჩვენებლით გაუფასურების ერთ-ერთი მნიშნელოვანი მიზეზი ქვეყანაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების (FDI) შემცირებაა. 

"ლარის ის რეკორდული გაუფასურება, რაც მიდინარე წლის ზაფხულს გვქონდა, ეს პირველ რიგში, მთავრობის მიერ გაკეთებული განცხადებებით გამოწვეული პანიკა იყო, მაგრამ თუ ჩავხედავთ რიცხვებს, რა არის ლარის კურსის გაუფასურების განმაპირობებელი? – პირდაპირი უცხოური ინვესტიციები არის ყველაზე მთავარი ფაქტორი, რადგან ვხედავთ, რომ ექსპორტი და ტურიზმი არ შემიცრებულა.

ერთადერთი, რასაც შემცირებულს ვხედავთ, ეს FDI-ს მაჩვენებელია. რა თქმა უნდა, პირდაპირი უცხოური ინვესტიციები ეკონომიკურ ზრდაზე აისახება, შემდეგ ლარის კურსზე და საბოლოო ჯამში, მოქალაქეების ჯიბეზე", - განაცხადა ჭიაბერაშვილმა. 

ცნობისთვის: საქსტატის დაზუსტებული მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2018 წელს 1 265.2 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2017 წლის მონაცემებზე 35.5 %-ით ნაკლებია და 2.7 პროცენტით აღემატება 2018 წლის წინასწარ მონაცემებს. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები