მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ლარის კურსი და საერთაშორისო ფასები ყველაზე თანაბრად მოქმედებს - საწვავი 5-6 თეთრით გავაძვირეთ"

5d1cd3e9cbd68
ელენე გოგბერაშვილი
03.07.19 22:20
764
ქართულ საცალო ქსელში საწვავი გაძვირდა.

ნავთობიმპორტიორი კომპანიები ამის მთავარ მიზეზად, საწვავზე მოქმედი ძირითადი ფაქტორების გაუარესებას უკავშირებენ. ლარის გაუფასურების პარალელურად ნავთობი გაძვირდა საერთაშიროსო ბაზარზეც; შესაბამისად, ქართულ საცალო ქსელში საწვავის ფასმა 5-6 თეთრით მოიმატა.

„სენტა პეტროლიუმის“ ხელმძღვანელის ზაალ იაკობიძის განცხადებით, კომპანიებს 2 და 3 თვის მარაგები არ გააჩნიათ, როგორი აზრიც ხშირად მუსირებს ხოლმე საზოგადოებაში, შესაბამისად, ყოველი ფასის მატება ნავთობზე და ლარის მერყეობა მოკლე პერიოდშივე აისახება საცალო ქსელში არსებულ ფასებზე.

„3 თვის მარაგები რეალობაში არავის არ აქვს, რომ მუდმივად ჰქონდეს დასაწყობებული; რაც აქვთ ნავთობიმპორტიორებს, ეს არის ორი კვირიდან ერთ თვემდე.

რა იქნება მომავალში, ამის პროგნოზირება პრაქტიკულად შეუძლებლია, რადგან რა იქნება საერთაშორისო ბაზარზე ფასი და როგორ გააგრძელებს პოზიციონირებას ლარი, არავინ იცის.

ყველა ერთნაირ მდგომარეობაში ვართ. ეს ორი ფაქტორი ყველაზე ერთნაირად მოქმედებს“, - აცხადებს ზაალ იაკობიძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები