როგორ დაკორექტირდება მოლოდინები შემდეგი ანგარიშისას ეს გამოჩნდება. მოკლევადიანად პროცესების შეფასებისას ინფლაციის ზრდის რისკი განახლდა. რა გავლენა ექნება ლარის კურსის ცვლილებას სამომხმარებლო პროდუქტზე და არა მხოლოდ - ბოლო დღეების განმავლობაში ეროვნული ვალუტის პოზიციების დაკარგვის გამო ბიზნესი ინფლაციის რისკებზე ალაპარაკდა. კერძო სექტორში ამბობენ, რომ თუ ტრენდი გაგრძელდება ინფლაციური პროცესებიო შეიძლება დაჩქარდეს.