მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ლარის მერყეობა ეკონომიკისთვის უსაფრთხოების ბალიშის შექმნის საშუალებას გვაძლევს"

5b767f3c60b69
თელარა გელანტია
17.08.18 11:53
835
საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრ გიორგი ქობულიას განცხადებით, „ერთ-ერთ ძირითადი ბერკეტი ლარის კურსის გასამყარებლად ეკონომიკის დივერსიფიკაცია და ზოგადად, ეკონომიკის გაძლიერება“.

ასე უპასუხა ქობულიამ bm.ge-ის კითხვას, თუ რა გეგმები აქვს მთავრობას საგარეო შოკების შედეგად ლარის კურსის რყევების შესამცირებლად და ზოგადად, როგორ ახალი ინვესტორების მოძიებას.

„ერთ-ერთ ძირითადი ბერკეტი კურსის გასამყარებლად არის ეკონომიკის დივერსიფიკაცია და ზოგადად ეკონომიკის გაძლიერება. ლარის კურსი მერყეობს, რადგან ჩვენი სავაჭრო პარტნიორები არიან ისეთი ქვეყნები, როგორიც არის თურქეთი. თუ პარტნიორ ქვეყანაში, რომელთანაც ძირითადი ვაჭრობა ხდება, უფასურდება ვალუტა, ეს ზემოქმედებს ჩვენს ვალუტაზე. ლარის მერყეობა გვაძლევს საშუალებას, შევქმნათ უსაფრთხოების ბალიში ჩვენი ეკონომიკისთვის და ეს აბალანსებს იმ უარყოფით გავლენებს, რომელიც შესაძლოა, გამოეწვია ლირის დაცემას. ეს მერყეობა ჩვენ გვიცავს თავისთავად. თუ ლირა ასე გაუფასურდა და ჩვენი ლარი არის მყარი, ჩვენ დავიწყებთ თურქული საქონლის ყიდვას ძალიან დიდი რაოდენობით, რაც არ გვაწყობს და ჩვენი საქონელი, რომელსაც ვაწარმოებთ, ვეღარ ვაწარმოებთ, რადგან გაძვირდება და ჩვენ ხომ არ გვინდა ეს?!“, - განაცხადა ქობულიამ.

ეკონომიკის მინისტრის თქმით, მას ინტენსიური კომუნიკაცია აქვს ეროვნულ ბანკთანაც.

„ჩვენ დადებითად ვაფასებთ მათ პოლიტიკას და მათ საქმიანობას“, - აღნიშნა ქობულიამ.


გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები