მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ლარის მიმართ ნდობას სწორი გრძელვადიანი ფისკალური და მონეტარული პოლიტიკა გაზრდის"

57a35a7932462
ელენე გოგბერაშვილი
04.08.16 19:06
1564
"გალთ&თაგარტის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, არჩილ გაჩეჩილაძე დოლარში მოზიდულ სახსრებზე სარეზერვო ნორმის 15%-დან 20%-მდე გაზრდით მოსალოდნელ შედეგებს აფასებს. როგორც ცნობილია, ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებით, მომავალში ფინანსურ სტაბილურობაზე მოქმედი შესაძლო რისკების შესარბილებლად, 16 ივნისიდან უცხოური ვალუტით მოზიდულ სახსრებზე განსაზღვრული მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების ნორმა 15%-დან 20%-მდე გაიზარდა.

არჩილ გაჩეჩილაძის თქმით, ამ გადაწყვეტლებით ყველას უძვირდება დოლარში სესხები, როგორც ბანკებს, ისე მომხმარებლებს. "ეს არ არის სასიამოვნო არავისთვის. რამდენად ეფექტიანი იქნება, ამას დრო გვიჩვენებს", - აცხადებს გაჩეჩილაძე.

მისი თქმით, ლარის მიმართ ნდობას სწორი გრძელვადიანი ფისკალური და მონეტარული პოლიტიკა გაზრდის.

როგორც გაჩეჩილაძე ამბობს, დოლარში დეპოზიტებზე რეზერვების გაზრდა დოლარში სესხების საპროცენტო განაკვეთებზე მალე აისახება. "დროში გამოჩნდება, მაგრამ ფაქტია, ბანკებს გაუძვირდათ და თუ არ გადავიდა ჯერ მომხმარებელზე, დროის ამბავია და გადავა. სხვანაირად არ ხდება. იდეა ისაა, რომ თუ თქვენ გაგიძვირდათ დოლარში სესხი, წახვალთ და ლარში ისესხებთ. დღეს ლარში სესხი უფრო ძვირია, ვიდრე დოლარში, მაგრამ განსხვავება თუ პატარა იქნება, ალბათ მეტი ინტერესი გექნებათ ისესხოთ ლარში. ლარი გავაიაფოთ, რაღა დოლარს ვაძვირებთ", - განაცხადა არჩილ გაჩეჩილაძემ.

შეგახსენებთ, რომ 16 ივნისიდან ასევე შეიცვალა სარეზერვო ნომრები ლარში მოზიდულ სახრსრებზე და ბანკებს ეროვნულ ვალუტაში 10-ის ნაცვლად 7%-ის დარეზერვება მოუწევთ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები