მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ლარის მკვეთრი გამყარება აზრს მოკლებულია, არის კურსის შებრუნების რისკი - ბრუნო ბალვანერა

620b9d0275566
შოთა ტყეშელაშვილი
15.02.22 17:20
3265
აღმოსავლეთ ევროპისა და დსთ-ს ქვეყნების ფინანსური ბაზრების ექსპერტი ბრუნო ბალვანერა მიიჩნევს, რომ თებერვლის პირველ ნახევარში ლარის გაცვლითი კურსის სწრაფი გამყარება აზრს მოკლებული იყო, შესაბამისად არსებობს კურსის კვლავ შებრუნების ალბათობა.

“ლარის ასეთი გამყარება აზრს მოკლებულია და არის რისკი, რომ კურსი საპირისპირო მიმართულებით დაიძრას,”- ამბობს ბალვანერა.

საერთაშორისო სავაჭრო პალატის პრეზიდენტ ფადი ასლისთან The Check Points-ის ინტერვიუს კომენტირებისას ბალვანერა აღნიშნავს, რომ საქართველოს ძირითადი სავაჭრო პარტნიორების კურსები ბოლო პერიოდში გაუფასურებულია.

„აშშ დოლარი რჩება გრძელვადიან ტენდენციებთან შესაბამისობაში ევროს, ბრიტანულ ფუნტსა და იაპონურ იენთან შედარებით. საქართველოსთვის კი, როგორც თქვენ სწორად აღნიშნეთ, ძირითადი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების ვალუტები თურქული ლირა და რუსული რუბლია (ფულადი გზავნილების და ექსპორტის წყაროები) და ორივე გაუფასურებულია აშშ დოლართან მიმართებით,”- აღნიშნავს ბრუნო ბალვანერა.

2022 წლის თებერვლის დასაწყისში ლარი აშშ დოლართან 4.5%-ით გამყარდა და ოფიციალური კურსი 2.92 გახდა, თუმცა ბოლო რამდენიმე დღეა კურსი კვლავ უფასურდება. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად, ლარი დოლართან მიმართებით 5.9 თეთრით გაუფასურდა, შედეგად ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.0276 ლარს შეადგენს. 

BMG ბრუნო ბალვანერასთან ვრცელ ინტერვიუს უახლოეს დღეებში შემოგთავაზებთ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები