მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ლარის სესხების ნაწილი გაიაფდა - როგორ შეიცვალა საპროცენტო განაკვეთები კრედიტებზე?

ლარში ცალკეული კატეგორიის სესხებზე საპროცენტო განაკვეთები შემცირდა. ეროვნული ბანკის განმარტებით, მიზეზი რისკის პრემიის კლებაა. განაკვეთები განსაკუთრებით გრძელვადიანი ტიპის სესხებზე შემცირდა, მათ შორის, იპოთეკურ სესხებზე, რამაც სებ-ის შეფასებით, მათი ზრდის ტემპიც დააჩქარა. განსხვავებულ ტენდენციას აჩვენებს შედარებით მოკლევადიანი ტიპის სესხებზე არსებული საპროცენტო განაკვეთები. ამასთან, ეროვნული ბანკი ელის, რომ გლობალურად საპროცენტო განაკვეთების ზრდის ეფექტი, ადგილობრივ ფინანსურ პირობებზეც ეტაპობრივად აისახება. რა ტენდენციებია საბანკო სექტორში საპროცენტო განაკვეთების მიმართულებით და როგორია მოლოდინები ბაზარზე?

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები