ეკონომიკური სისუსტისა და მოსახლეობის გაღარიბების მიზეზად „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი ზურაბ ჭიაბერაშვილი, აქციზის გადასახადის გაზრდას და დაგროვებით საპენსიო სქემის ამოქმედებას ასახელებს.
ჭიაბარეშავილი განამრტავს, რომ ბიუჯეტში იძულების წესით თანხმების მობილიზება მაშინ, როდესაც მოქალაქეების შემოსავლები არ იზრდება, მათი მსყიდველუნარიანობაზე მნიშვნელოვან ნეგატიურ გავლენას ახდენს.
„ორ გადაწყვეტილებას გამოვყოფდი, რომელმაც დასცა ჩვენი მოქალაქეების მსყიდველუნარიანობა და იმოქმედა ბიზნესზე. ერთი ეს არის აქციზის გაზრდა, როდესაც მთავრობა ვერ შეელია ესტონური მოდელით მიღებულ დანაკლისს ბიუჯეტში, რაც კარგი იყო, რადგანაც ეს ფული რჩებოდა ბიზნესს, ამას უნდა მოეცა ეკონომიკური ზრდა და სამუშაო ადგილი, თუმცა ამის დასაბალანსებლად, გაზარდა აქციზი და საბოლოოდ მივიღეთ ის, რომ ესტონური მოდელით ისარგებლა მსხვილმა ბიზნესმა, ხოლო აქციზის გაზრდით ფული ჯიბიდან ამოუღო უკლებრივ ყველას, მათ შორის ყველაზე გაჭირვებულ ფენებს და ჩვენ ვნახეთ, რომ სიღარიბის ზრდა სწორედ ამის შედეგი იყო.
და მეორე ეს არის დაგროვებითი საპენსიო სქემა, რითაც იგივეს იმეორებს მთავრობა. ღარიბი მოსახლოებიდან დაძალების წესით იკრიბება ეს ფული, რომელიც მსხვილმა ბიზნესმა და მთავრობამ უნდა მოიხმაროს. შედეგად ქვეყანაში შემოსავლები არ იზრდება, სამაგიეროდ იზრდება ფასები და ეს გადადის მოქალაქეებზე.
ლარის სისუსტე განპირობებულია ეკონომიკის საერთო სისუსტით და ეკონომიკის ასეთი სისუსტე კავშირშია მაღალ რეგულაციებთან, გადასახადების სისტემასთან და ყველაზე მთავართან - სასამართლოსთან. ასეთი სასამართლოს პირობებში რა ინვესტიცია უნდა შემოვიდეს, როდესაც ადგილზე მეწარმეებმაც და უცხოელმა ინვესტორებმაც იციან, რომ სარისკოა ფულის ჩადება, რადაგანაც თუ ბიძინა ივანიშვილი დაეჯახა რუსთავი 2-ს ან ხაზარაძე-ჯაფარიძეს ის სრულიად დაუცველი რჩება“- განაცხადა „საქმიანი დილის“ ეთერში ჭიაბერაშვილმა.

























