მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ლარის სწრაფი გაუფასურება ომის გამო გამოწვეულ პანიკას უკავშირდება - სოსო ბერიკაშვილი

6218c19143238
ელენე გოგბერაშვილი
27.02.22 10:30
1408
24 თებერვალს უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, ლარი სწრაფად გაუფასურდა. ეროვნულმა ვალუტამ დოლართან მიმართებით 11.7 თეთრი დაკარგა, შედეგად ოფიციალურმა კურსმა 3.1331-ს მიაღწია.

25 თებერვალს კი ერთი დოლარის ღირებულება 3.1540 ლარი გახდა.

ეკონომისტ სოსო ბერიკაშვილის შეფასებით, ლარის ასეთ სწრაფ გაუფასურებაში მოულოდნელი არაფერია, რადგან ის პირდაპირ უკავშირდება რუსეთ-უკრაინას შორის საომარი მოქმედებების დაწყებას. რა იქნება მომავალში, ამის პროგნოზირება მას უჭირს, თუმცა ამბობს, რომ მოკლევადიან პერიოდში პოზიტიური მოლოდინები ვერ გვექნება.

„ეს არის შედეგი იმისა, რამაც პანიკა გამოიწვია. რას უნდა ველოდო მომავალში არ ვიცით, ყველაფერი დამოკიდებული იქნება იმაზე, როგორ გაგრძელდება საომარი მოქმედებები. იმედია მშვიდობა იქნება, იმედია უკრაინა გაიმარჯვებს, მერე ჩვენთვისაც ყველაფერი კარგად იქნება.

მოკლევადიან პერიოდში ვერ გვექნება პოზიტიურის მოლოდინი იმიტომ, რომ სიტუაცია არის ძალიან მძიმე, ომი მიმდინარეობს ჩვენს ორ მნიშვნელოვან სავაჭრო პარტნიორ ქვეყანაში. რა თქმა უნდა, ეს აისახება როგორც ლარზე, ისე საქართველოს ეკონომიკაზე მთლიანად“, - აცხადებს სოსო ბერიკაშვილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები