მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ლარიზაციის 10-პუნქტიანი გეგმის შედეგები

59e32d7a69656
BM.GE
15.10.17 15:00
1616
საქართველოს მაკროეკონომიკური მაჩვენებლები და მიმდინარე ეკონომიკური რეფორმები განიხილა საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა საერთაშორისო სარეიტინგო კომპანიის Standard & Poor's წარმომადგენელთან შეხვედრაზე, რომელიც დიმიტრი ქუმსიშვილის აშშ-ში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში გაიმართა.

შეხვედრას ასევე დაესწრნენ ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე, ფინანსთა მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ გაგუა და საქართველოს ელჩი აშშ-ში დავით ბაქრაძე.

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოს ეკონომიკაში მიმდინარე პროცესებზე, მიმდინარე და სამომავლოდ დაგეგმილ რეფორმებზე და ეკონომიკის სტიმულირების მიზნით მიღებულ გადაწყვეტილებებზე.

პირველმა ვიცე-პრემიერმა სარეიტინგო სააგენტოს წარმომადგენელს გააცნო მთავრობის 4-პუნქტიანი რეფორმების გეგმა და მის ფარგლებში მიმდინარე რეფორმები. მათ შორის, განსაკუთრებული აქცენტები გაკეთა განათლებისა და სივრცითი განვითარების რეფორმებზე.

დიმიტრი ქუმსიშვილმა ასევე ისაუბრა იმ დადებით ტენდენციებზე, რომლებიც არსებობს საქართველოსა და იმ ქვეყნებს შორის, რომლებთანაც საქართველოს აქვს გაფორმებული თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება.

ლარიზაციის 10-პუნქტიან გეგმასა და მის შედეგებზე ისაუბრა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ. მისი განცხადებით, 2017 წელს დოლარიზაციის მაჩვენებლებს შემცირების ტენდენცია აქვს, რაც დადებითი მოვლენაა. სექტემბრის მდგომარეობით, დეპოზიტების დოლარიზაცია წლის დასაწყისიდან შემცირდა 6 პროცენტული პუნქტით 65%-მდე, ხოლო სესხების დოლარიზაცია შემცირდა 9 პროცენტული პუნქტით 56%-მდე. ფიზიკური პირების სესხების დოლარიზაცია შემცირდა 12 პროცენტული პუნქტით 46%-მდე.

პირველი ვიცე-პრემიერი, ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი აშშ-ში საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის წლიურ შეხვედრებში მონაწილეობს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები