"ეკონომიკური ზრდის ტემპი შესაძლოა არაა ისეთი მომხიბლავი, როგორიც იყო ბოლო 4 წლის განმავლობაში, მაგრამ ჩვენ ვართ ლიდერები რეგიონში“, - ამის შესახებ ყოფილმა პრემიერმა ბიძნა ივანიშვილმა რეგიონალურ მედიასთან შეხვედრისას განაცხადა.
"როდესაც რეგიონში არის კრიზისი, როდესაც ევროპაშია კრიზისი, იქ ქვეყანა ვერ გაიზრდება ძალიან მაღალი ტემპებით, მაგრამ ამ პროცესში საქართველო არის ლიდერი ზრდის ტემპებით", - განაცხადა ივანიშვილმა. მისივე თქმით, წინა ხელისუფლების დროს სამუშაო ადგილები 2006-2012 წლამდე 23 000-ით შემცირდა. ჩვენი მოსვლის შემდეგ. ახალი ხელისუფლების პერიოდში კი ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, სამუშაო ადგილები გაიზარდა დაახლოებით 65 000-ით. „შეიძლება ეს დიდი არაა, მაგრამ ვალების ეკონომიკიდან გადაცევიდთ ინვესტიციების მზიდვაზე", - ამბობს ივანიშვილი.
"ლარის კურსი ახალი ვალებით რეგულირდებოდა. ნახეთ ახლა როგორი მცურავი კურსი დავიჭირეთ და რა მოხდა რეგიონში. ლარმა ჯანსაღად აჩვენა საკუთარი თავი სწორი ეკონომიკის პირობებში, მოკლე დროში, რაც საოცრად ძნელი მისაღწევი იყო. როდესაც რეგიონი არის კრიზისში, იქ ერთი ქვეყანა ვერ იქნება სუპერწარმატებული, მაგრამ ამ პირობებში ჩვენ ვართ ლიდერები. ვერავინ იტყვის, რომ ბიზნესს ვინმე ეხება, სწორედ ესაა ახალი სამუშაო ადგილების შექმნის საფუძველი. უახლოეს 15-20 წელიწადში ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა ევროპულს უნდა მივუახლოვოთ", - აღნიშნა ივანიშვილმა.

























