მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ლარსის გამშვებ პუნქტთან ახლოს გაფორმების ეკონომიკური ზონა შეიქმნება

57429a0cc1342
ელენე გოგბერაშვილი
23.05.16 09:45
2068
შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელი "ბიზნესკონტაქტთან" საუბარში აცხადებს, რომ სტეფანწმინდის მიმართულებით დაგეგმილია გაფორმების ეკონომიკური ზონა შეიქმენას, რაც ექსპორტიორ-იმპორტიორებს საქმიანობას მნიშვნელოვნად გაუმარტივებს. ასევე გიორგი თაბუაშვილის განცხადებით, მიღებულია გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც ინვესტორის მიერ სტეფანწმინდის მიმართულებით ე.წ "ტიპ პარკი" აშენდება, რომელიც განტვირთავს გზას და თავიდან იქნება აცილებული სატვირთო ავტომობილების რიგები, განსაკუთრებით ცუდი მეტეოროლოგიური პირობების დროს.

თაბუაშვილის განმარტებით, "ტიპ პარკის" გარდა ექსპორტიორ-იმპორტიორებისათვის პროცედურებს გაამრატივებს გაფორმების ეკონომიკური ზონის შექმნაც, რომელიც რენდგენო-სკანერის მოწყობილობით იქნება აღჭურვილი. აღნიშნული სკანერი რამდენიმე დღის წინ სადახლოს საბაჟო გამშვებ პუნქტზე დამონტაჟდა, რომლის საშულებით რამდნიმე წუთშია შესაძლებელი სატვირთო ავტომობილების შიგთავსის დათვალიერება და მისი ზუსტი მოცულობების განსაზღვრა, ფიზიკური დათვალიერების გარეშე.

"აღნიშნული სისტემის დანერგვა ამარტივებს პროცედურებს და გაცილებით დაცულს ხდის ქვეყნის ეკონომიკურ საზღვრებს", - აცხადებს გიორგი თაბუაშვილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები