მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“ლართან დაკავშირებით ტკივილი ბოლომდე არ არის მოშუშებული”- 4 გამოწვევა, რაზეც ბიზნესმა პრემიერთან ისაუბრა

633c5c190171d
ანუკა ჯოხაძე
04.10.22 23:55
949
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დღეს ბიზნეს ასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა. BAG-ის წარმომადგენლები ამბობენ, რომ საუბარი ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობაზე, ბიზნეს გარემოზე და საინვესტიციო კლიმატზე იყო.

ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტის სოსო ფხაკაძის განმარტებით, ბიზნესმა დღეს 4 ძირითადი გამოწვევა დაასახელა, რომელზეც პრემიერთანაც იმსჯელეს.

მისი თქმით, პრობლემაა კვალიფიციური კადრების და სამუშაო ძალის ნაკლებობა, ლარის კურსი და ბიუროკრატიული ბარიერები.

“ბიზნესისთვის პრობლემაა კვალიფიციური მუშა ხელი და სამუშაო ძალა. ეს პრობლემა უნდა გადაწყდეს და ბიზნესმა და მთავრობამ ერთად მივხედოთ. ასევე, პირველი პრობლემა დღეს ჩვენთვის ლარის კურსია. ეს წლების განმავლობაშია ნომერ პირველი პრობლემა. ამ პრობლემას მიეხედა და ხედავთ, რომ შიდა სავალუტო ბაზარზე ლარი მნიშვნელოვნად გამყარდა და აუცილებლად უნდა შენარჩუნდეს ეს ტენდენცია. დღეს ამ პრობლემას ბიზნესების 95%-ის მაგივრად, 60% ასახელებს.

ბოლო პრობლემა რომელზეც ვისაუბრეთ ესაა ბიუროკრატია, ამ მხრივ სიტუაცია სწორდება, მაგრამ არსებობს ადმინისტრაციული ბარიერები, რაზეც პრემიერთან კონკრეტულად ვისაუბრეთ,”- გაცხადებს BAG-ის პრეზიდენტი სოსო ფხაკაძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები