მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ლარზე ხანდახან იქმნება ხელოვნური ზეწოლა"

5a6f0fbb8c4e6
ელენე გოგბერაშვილი
29.01.18 16:09
1160

"ლარის მიმართ მოლოდინი გვაქვს ოპტიმისტური",-ამის შესახებ თიბისი ბანკის თანადამფუძნებელი ბადრი ჯაფარიძე ლარის ბოლოდროინდელი გამყარების ტენდენციის შეფასებისას აცხადებს.

მისი თქმით, ლარის გამყარებაზე დადებითად იმოქმედა, როგორც ექსპორტის მაჩვენებლებმა, ისე ფულადმა გზავნილებმა. 

"ლარის მიმართ მოლოდინი გვაქვს პოზიტიური და ოპტიმისტური. რამდენადაც, თუ დავაკვირდებით სტატისტიკურ მონაცემებს, ექსპორტი გაიზარდა. შარშანდელთან შედარებით 50%-ით არის გაზრდილი ექსპორტი იმ დროს, როცა თხილის ინდუსტრიას ამხელა დარტყმა მიადგა. გაზრდილია ჩარიცხვები ქვეყნის მიმართულებით. ჩემი აზრით, ლარზე ხანდახან იქმნება ხელოვნური ზეწოლა და ზოგჯერ მოქმედებს მოლოდინები, რომელიც არის. რანაირი საფუძველი უარყოფითი მოლოდინის ლართან მიმართებაში არ არსებობს. მიუხედავად იმისა, რომ ვართ პატარა ეკონომიკის ქვეყანა, ჩვენი ვალუტა არის ბევრად უფრო პროგნოზირებადი და სტაბულური, ვიდრე გაცილებით დიდი ეკონომიკის ვალუტები და ჩვენ ამით უნდა ვიამაყოთ",-აცხადებს ბადრი ჯაფარიძე.

ბოლო ერთი თვის განმავლობაში ლარის დოლართან მიმართებაში 2.7-დან 2.5 ნიშნულამდე გამყარდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები