მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ლარზე ზეწოლას არ მოვახდენთ, თუმცა ბიუჯეტის ათვისება მაინც მოხდება"

5bd18865caf9e
BM.GE
25.10.18 13:09
833
წელს ინფრასტრუქტურული პროექტების უმეტესობას დავაკონტრაქტებთ, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა მიმდინარე წლის ბიუჯეტის შესრულების თემაზე დასმული კითხვის საპასუხოდ.

„მიმდინარე ბიუჯეტში ცვლილებები არ შევა. არის მთელი რიგი ინფრასტრუქტურული პროექტები, რომლებიც ჩამორჩება გეგმას. ჩვენ მაინც მიგვაჩნია, რომ უმეტესის დაკონტრაქტებას მოვახდენთ და თანხასაც გადავცემთ. ფაქტობრივი ხარჯი ამ წელს ალბათ არ მოესწრება. გამომდინარე აქედან, ლარზე ზეწოლას ამით არ მოვახდენთ. თუმცა, წელს ბიუჯეტის ათვისება მაინც მოხდება",- აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები