მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ლაშა ავალიანმა ლორის წარმოების განვითარების საკითხი რაჭული ლორის მწარმოებელთა ასოციაციასთან განიხილა

რაჭული ლორის მწარმოებელთა ასოციაცია
07.10.26 10:40
• 212

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ლაშა ავალიანმა რაჭული ლორის მწარმოებელთა ასოციაციის წარმომადგენლებთან ტრადიციული რაჭული ლორის შესაბამისი სტანდარტით დამზადების და წარმოების განვითარების შესაძლებლობები განიხილა. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრას სამინისტროს შესაბამისი სამსახურების ხელმძღვანელ პირებთან ერთად, გასტრონომიის ეროვნული სააგენტოს და სურსათის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.

„მოგეხსენებათ, გეოგრაფიული ადგილწარმოშობის პროდუქტების განვითარება ხელს უწყობს ადგილობრივი წარმოების გაძლიერებას და იმ უნიკალური პროდუქტების წარმოჩენას, რომელიც საქართველოს სხვადასხვა რეგიონს უკავშირდება. ამ პროცესში მნიშვნელოვანია როგორც ხარისხის შესაბამისი მოთხოვნების დაცვა, ისე ტრადიციული წარმოების გამოცდილების შენარჩუნება და განვითარება. ასეთი პროდუქტები მნიშვნელოვან როლს ასრულებს ქვეყნის გასტრონომიული მიმართულების განვითარებასა და ქართული კულინარიული მემკვიდრეობის პოპულარიზაციაში“, - განაცხადა ლაშა ავალიანმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები