მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ლაშა ბექაური ორგზის ოლიმპიური ჩემპიონია

სს
31.07.24 20:35
4116

ტოკიოს ოლიმპიადის გამარჯვებულმა, ლაშა ბექაურმა (90კგ) ჩემპიონის ტიტული პარიზში დაიცვა და საქართველოს ნაკრებს პირველი ოქროს მედალი მოუტანა.

24 წლის ქართველმა სპორტსმენმა შეჯიბრების ფინალში იაპონელი სანშირო მურაოს ორი ვაზარით მოუგო. პირველი ვაზარი იაპონელმა აიღო, თუმცა ბექაურმა მალევე გაათანაბრა ანგარიში (1:1), ხოლო ძირითადი დროის დასრულებამდე 4 წამით ადრე ლაშამ მეორე ვაზარით მურაო დაამარცხა და ოლიმპიური ჩემპიონობა მოიპოვა.

ბექაურის განვლილი გზა ფინალამდე – ლაშამ პირველი წრე გამოტოვა და ტურნირის მეორე რაუნდში ბულაგარელი ივაილო ივანოვი დაამარცხა. მეოთხედფინალურ დაპირისპირებაში ქართველმა სამხრეთ კორეელ ჰანს სძლია, ხოლო ნახევარფინალში ესპანეთის სახელით გამომსვლელ ტრისტან მოსახლიშვილს გაფრთხილებებით მოუგო.

შეგახსენებთ, რომ პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს დელეგაციას დღემდე ერთი მედალი უკვე ჰქონდა მოპოვებული. 81კგ წონით კატეგორიაში ვერცხლის მედალს ძიუდოისტი ტატო გრიგალაშვილი (81კგ) დაეუფლა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები