მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ლაშა ბექაური “პარი სენ ჟერმენის” რიგებში იჭიდავებს

ლაშა ბექაური პსჟ

სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში 9-10 დეკემბერს ძიუდოში ევროპის საუკეთესო საკლუბო ტურნირი "ჩემპიონთა ლიგა" გაიმართება, სადაც წინასწარი ცნობით 18 ქართველი იჭიდავებს.

მათ შორის არის მოქმედი ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ბექაური, რომელიც ამ ტურნირში ფრანგული "პარი სენ ჟერმენის" ღირსებას დაიცავს.

ლაშამ ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო კლუბთან კონტრაქტს ხელი ახლახან მოაწერა და უნდა აღინიშნოს, რომ ქართველი ფალავანი კლუბს მოქმედი "ჩემპიონთა ლიგის" გამარჯვებულის რანგში შეუერთდება.

აღსანიშნავია, რომ პარიზულ კლუბში კიდევ ერთი ქართველი ლუკა მხეიძე ირიცხება, რომელიც საფრანგეთის სახელით ასპარეზობს საერთაშორისო ტურნირებზე.

"პარი სენ ჟერმენში" ყველაზე გამოცდილი ძიუდოისტი, სპორტის ცოცხალი ლეგენდა ტედი რინერია, რომელიც უმძიმეს წონით კატეგორიაში 3 გზის ოლიმპიური ჩემპიონია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები