მადრიდში მიმდინარე ევროპის ღია პირველობაზე ლაშა ბექაური (90კგ) ოქროს მედლის მფლობელი გახდა.
ქართველი ოლიმპიურმა ჩემპიონმა ფინალში ფრანგ ლივოლსს სძლია.
რაც შეეხება ვლადიმერ ახალკაცს, 81კგ წონით კატეგორიაში ვერცხლის მედალი მოიპოვა.
ბექაურის და ახალკაცის გარდა, მადრიდის ღია პირველობაზე წელს მონაწილეობენ: ალექსანდრე გულბიანი (ორივე - 81 კგ), აკაკი ჯაფარიძე, გიორგი ბენიანიძე (ორივე - 90 კგ) და გიორგი ბენდელიანი (100 კგ).
გასულ წელს ესპანურ ღია პირველობაზე ქართველი ძიუდოისტები არ გამოსულან.